saqarTvelos mdinareebi - maSavera

ტერიტორიული ერთეულები დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები
სათავე ჯავახეთის ქედი 41°18`42` ჩ. გ. 44°08`43` ა. გ.
სათავის მდებარეობა დმანისის მუნიციპალიტეტი
შესართავი ხრამი 41°26`40` ჩ. გ. 44°42`54` ა. გ.
სიგრძე 66 კმ
აუზის ფართობი 1390 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 7.78 მ³/წმ

 

მდინარე საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2125 მ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე ხრამს მარჯვნიდან სოფელ ნახიდურთან. სიგრძე 66 კმ, აუზის ფართობი 1390 კმ². აქვს ღრმა, კანიონისებური ხეობა.

მაშავერის და მისი შენაკადების ხეობების ცალკეული მონაკვეთები კანიონისებური მორფოლოგიის მატარებელია, ზოგან კი ხეობების ძირი საკმაოდ განიერია და დაბალი აკუმულაციური ტერასების განვითარებით გამოირჩევა. მაშავერისთვის დამახასიათებელია ნაპირების ეროზიული გარეცვხა, რომელიც განსაკუთრებით სეზონური წყალდიდობების დროს აქტიურდება. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.

წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში. ზაფხულ-შემოდგომაზე ზოგჯერ - წყალმოვარდნა. ზამთრობით მაშავერაზე აღინიშნება ყინულნაპირისი და თოში. მარჯვნიდან ერთვის მდინარე ბოლნისისწყალი.

გაზაფხულზე ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 40%, ზაფხულში - 30,8%, შემოდგომაზე - 16,8% და ზამთარში - 12,4%. საშუალო წლიური ხარჯი 7,78 მ³/წმ. მაშავერის საერთო ვარდნა უდრის 968 მ-ს, საშუაო ქანობი 14,7 ‰.

მდინარე გამოიყენება ირიგაციული დანიშნულებით. მაშავერაზე ფუნქციონირებს 5 სარწყავი სისტემა, რომელიც რწყავს ბოლნისისა და მარნეულის 7440 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს.

მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე გაშენებულია ქალაქი დმანისი, ხოლო შუა დინებაშია ქალაქი ბოლნისი.

ციტატა

„მა, შავერიე ქციას და აწ მაშავრად წოდებული; არამედ გამოსდის კეჩუთის მთასა და მიდის აღმოსავლით, და მიერთვის ქციას ნახიდურის ბოლოს“

ვახუშტი ბატონიშვილი.